Code - ედიტორი არის ადგილი, სადაც პროგრამისტები ატარებენ ყველაზე მეტ დროს.
არსებობს ორი მთავარი სახის code - ედიტორები : IDEs და lightweigh. ბევრი იყენებს თითოეული მათგანიდან ერთ-ერთს.
ტერმინი IDE (Integrated Development Environment) უკავშირდება ძლიერ ედიტორს მრავალი ფუნქციით, რომელიც როგორც წესი მუშაობს "მთელს პროექტზე." როგორც სახელი გვეუბნება, ის არ არის მხოლოდ ედიტორი, არამედ but a ფართო მაშტაბიანი "development გარემო."
IDE ტვირთავს პროექტს (რომელიც შესაძლოა იყოს უამრავი ფაილი), გვაძლევს ფაილებს შორის ნავიგაციის საშუალებას, უზრუნველყოფს ავტომატურ დასრულებას(autocompletion) მთელს პროექტზე დაყრდნობით (და არა მხოლოდ გახსნილი ფაილის), ასევე შეუძლია ინტეგრაცია ვერსიების კონტროლის საშუალებებთან (როგორიც არის git), სატესტო გარემო და სხვა "project-level" ამბები.
თუ ჯერ არ ამოგირჩევიათ რომელიმე IDE , განიხილეთ შემდეგი ვარიანტები:
- Visual Studio Code (cross-platform, უფასო).
- WebStorm (cross-platform, ფასიანი).
ვინდოუსისთვის არის ასევე "Visual Studio", არ უნდა აგვერიოს "Visual Studio Code". "Visual Studio" არის ფასიანი და შესაძლოა მხოლოდ ვინდოუსის ედიტორი, კარგად ერგება .NET პლატფორმას. ასევე კარგია JavaScript - შიც. არსებობს ასევე უფასო ვერსია Visual Studio Community.
ბევრი IDE არის ფასიანი, მაგრამ აქვთ თავიანთი საცდელი ფერიოდიც. მათი ფასი არის ხშირად უმნიშვნელო გამოცდილი დეველოპერის ანაზღაურებასთან შედარებით, ასე რომ უბრალოდ ამოარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო.
"Lightweight editors" არ არიან ისეთი ძლევამოსილი, როგორიც IDE - ები, მაგრამ ისინი არიან სწრაფი, ელეგანტური და მარტივი.
ისინი ძირითადად გამოიყენება, რაიმე ფაილის გასახსნელად და მასში სწრაფი ცვლილებებისთვის.
მთავარი განსხვავება "lightweight editor" - ს და "IDE" -ს შორის არის ის რომ IDE მუშაობს პროექტის დონეზე, ანუ ის ტვირთავს ბევრად მეტ მონაცემს დაწყებისას, აანალიზებს პროექტის სტრუქტურას, თუ საჭიროა და ა.შ. lightweight editor არის ბევრად უფრო სწრაფი, როდესაც ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი ფაილი.
თუმცა პრაქტიკაში lightweight editor - ებს შეიძლება ჰქონდეთ უამრავი მოდული, მათ შორის დირექტორიის დონეზე ანალიზატორი და ავტოკომპლექტორები. ასე რომ არ არსებობს მკაცრი საზღვარი "lightweight editor" - ს და "IDE" -ს შორის.
შემდეგი პარამეტრები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას:
- Atom (ჯვარედინი პლატფორმა, უფასო).
- Sublime Text (ჯვარედინი პლატფორმა, საცდელი უფასო ვერსიით).
- Notepad++ (ვინდოუსი, უფასო).
- Vim და Emacs არის ასევე ძალიან მაგარი თუ იცით თუ როგორ გამოიყენოთ ისინი.
ზემოთ ჩამოთვლილი ედიტორები არის ის ედიტორები, რომლებსაც ან მე ან ჩემი მეგობრები, რომლებსაც ვთვლი რომ კარგი დეველოპერები არიან ვიყენებთ უკვე დიდი ხანია და ვართ კმაყოფილი მათი მუშაობით.
არსებობს სხვა ბევრი კარგი ედიტორი ჩვენს დიდ სამყაროში, ასე რომ გთხოვთ ამოარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ.
ედიტორის ამორჩევა, ისევე როგორც ნებისმიერი ხელსაწყოსი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია თქვენს პროექტზე, ჩვევენზე და პირად დამოკიდებულებებზე.