ეს წიგნი არის "ტუტორიალი". მისი მიზანია, რომ დაგეხმაროს ენის თანდათანობით სწავლის პროცესში, მაგრამ როგორც კი შეისწავლი საფუძვლებს აუცილებლად დაგჭირდება სხვა წყაროებიც
ECMA-262 - ის სპეციფიკაციები შეიცავს ყველაზე ღრმა, დეტალურ და ფორმირებულ ინფორმაციას JavaScript - ის შესახებ. ის განსაზღვრავს ენას.
მაგრამ ასეთი ფორმირებული(ოფიციალური) ინფორმაცია ძნელი გადაგებია დასაწყისში. ასე, რომ თუ გჭირდება ინფორმაციის უფრო სანდო წყარო ენის დეტალებისთვის განმარტებები არის შესაფერისი ადგილი. მაგრამ არა ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ყველაზე ბოლო მონახაზი არის ბმულზე https://tc39.es/ecma262/.
ახალი bleeding-edge - ის ფუნქციების შესახებ, რომ წაიკითხოთ, იმათ ჩათვლით, რომლებიც არიან "almost standard" (ასე ვთქვათ "stage 3"), იხ. შემოთავაზებები https://github.com/tc39/proposals.
ასევე, თუ შენ მუშაობ ბრაუზერისთვის , ამისთვის არსებობს სხვა სპეციფიკაციები, რომელსაც განვიხილავთ ტუტორიალის მეორე ნაწილში second part.
-
MDN (Mozilla) JavaScript Reference არის სახელმძღვანელო მაგალითებით და სხვა ინფორმაციით. შესანიშნავია იმისთვის , რომ მივიღოთ სიღრმისეული ინფორმაცია ენის ინდივიდალური ფუნქციების, მეთოდების და ა.შ შესახებ.
შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ბმულზე https://developer.mozilla.org/en-US/docs/Web/JavaScript/Reference.
თუმცა, ხშირად საუკეთესოა გამოვიენოთ ინტერნეტ ძიება ამის მაგივრად. უბრალოდ გამოიყენეთ "MDN [term]" თქვენს შეკითხვაში, მაგ. https://google.com/search?q=MDN+parseInt რომ მოვძებნოთ
parseIntფუნქცია. -
MSDN – Microsoft - ის სახელმძღვანელო უამრავი ინფორმაციით, მათ შორის JavaScript - ზე (რომელიც ხშირად მოხსენიებულია როგორც JScript). თუ ვინმეს სჭირდება რაიმე სპეციფიკური Internet Explorer - თან , უკეთესია იხილოს: http://msdn.microsoft.com/.
ასევე, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტერნეტის ძიება ფრაზებით, როგორიც არის "RegExp MSDN" ან "RegExp MSDN jscript".
JavaScript განვითარებადი ენაა, სისტემატურად ემატება ახალი ფუნქციები.
იმისთვის, რომ ნახოთ მათი მხარდაჭერა ბრაუზერების ან სხვა ძრავების მხრიდან, იხილეთ:
- http://caniuse.com - თითოეულ ფუნქციას აქვს მხარდაწერის ცხრილი, მაგ. რომ ვნახოთ რომელი ძრავის მხარდაჭერა აქვს თანამედროვე cryptography ფუნქციას: http://caniuse.com/#feat=cryptography.
- https://kangax.github.io/compat-table - ცხრილი ენის ფუნქციებით და ძრავები, რომელთა მხარდაჭერაც აქვთ ან არ აქვთ.
ყველა ეს წყარო გამოსადეგია რეალური დეველოპმენტის დროს, რადგან ისინი შეიცავენ ღირებულ ინფორმაციას ენის დეტალების შესახებ, მათი მხარდაჭერის შესახებ და ა.შ.
გთხოვთ დაიმახსოვრეთ ისინი (ან ეს გვერდი) იმ შემთხვევისთვის თუ გინდათ უფრო ღრმა ინფორმაცია, რომელიმე კონკრეტულ ფუნქციაზე.